სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, ავიაბაზაზე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად ორი “ტუ-95” დაზიანდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის 06:00 საათზე ასაფრენ ბილიკზე დრონი ჩამოვარდა.
გარდა ამისა, მომხდარის შედეგად, ორი ჯარისკაცი დაშავდა.
დღეს, გამთენიისას ასევე რიაზანთან ბენზინმზიდი აფეთქდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლეს შეეწირა, 5 დაშავდა, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.