რატი ბრეგაძე: სააკაშვილი საკუთარი ნებით არ დასწრებია რამდენიმე პროცესს და ეს კითხვა, ალბათ, მაშინაც უნდა დასმულიყო, რატომ ცდილობდა მართლმსაჯულების პროცესის პარალიზებას
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ პროცესზე დასწრება და ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია ექიმმა, ხოლო პენიტენციური სამსახური აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაემორჩილა.
„მთელ ამ პროცესს თქვენ მართლმსაჯულების პარალიზებას უწოდებთ თუ რომელიმე სხვა სიტყვას, ეს ყველაფერი არის ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. აქვე ყველას შევახსენებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნებით, როდესაც ის იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, არ დასწრებია თავის რამდენიმე პროცესს. ეს კითხვა, ალბათ, მაშინაც უნდა დასმულიყო, რატომ ცდილობდა, რომ თავად მოეხდინა მართლმსაჯულების პროცესის პარალიზება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.