მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის პროცესი დღეს განახლდება
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის სასამართლო პროცესი გრძელდება. დღეს გიორგი ბეროზაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგება. დაკავებული კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა.
ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში აპრილში მოხდა.
ფარული ჩანაწერიდან ცნობილი გახდა, რომ დაკავებულმა საკუთარი დედ-მამის მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის გამო რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა.