მსოფლიოში 14-20 ნოემბრის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 5%-ით შემცირდა და 2,4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა აღირიცხა.
ამავე პერიოდში, სიკვდილიანობა 13%-ით არის შემცირებული – ლეტალობის 7800 შემთხვევაა.
20 ნოემბრის მდგომარეობით, მსოფლიოში სულ ინფიცირების 634 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს კი სულ 6,6 მილიონი ადამიანი შეეწირა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი.
რეგიონულ დონეზე, ჯანმო-ს ექვსი რეგიონიდან ხუთში ყოველკვირეული ახალი შემთხვევების მაჩვენებელი შემცირდა ან სტაბილურად დარჩა.
აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ვირუსის ინტენსივობა 22%-ით შემცირდა; ევროპის რეგიონში – 11%-ით; აფრიკის რეგიონში – 9%-ით; დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში – 4%-ით, ხოლო ამერიკაში სტაბილურად – 3%-ით; ამასთანავე, შემთხვევების რაოდენობა 8%-ით გაზრდილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში.
რაც შეეხება სიკვდილიანობის სტატისტიკას, მაჩვენებელი შემცირდა ან სტაბილურად შენარჩუნდა ორგანიზაციის 6 რეგიონიდან 4-ში.
ევროპის რეგიონში 26%-ით შემცირდა; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში – 20%-ით, ამერიკაში – 11%-ით და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში – 1% დარჩა; ხოლო გარდაცვალების მატებაა აფრიკაში 124%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 13%-ით.