აშშ-ში ვირჯინიის შტატში, ქალაქ ჩესაპიკში Walmart-ის მაღაზიაში სროლა მოხდა.
როგორც ABC პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, მსროლელი ლიკვიდირებულია.
ძალოვანების ინფორმაციით, ის მარტო მოქმედებდა.
მედია წერს, რომ მომხდარის შედეგად, სავარაუდოდ 10-მდე ადამიანია დაღუპული.
პოლიციაში სროლის შესახებ ინფორმაცია, ადგილობრივი დროით 22:12 საათზე შევიდა.
ამასთან, არ არის დაზუსტებული თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მაღაზიაში სროლის მომენტში და რამდენია დაშავებული.
ABC News-ს სამართალდამცავ ორგანოში წყარომ უთხრა, რომ „წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო თანამშრომელი, შესაძლოა, მენეჯერი, რომელიც შესვენების ოთახში შევიდა და თანამშრომლებს გაუხსნა ცეცხლი და მერე თავიც მოიკლა”.