დახურული პარკები, სავაჭრო ცენტრები, მუზეუმები – ჩინეთში COVID-19-ის ახალ ტალღას ებრძვიან

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე, პეკინში პარკები, სავაჭრო ცენტრები და მუზეუმები დაიხურა. ჩინეთის ბევრ ქალაქში ვირუსზე მასობრივი ტესტირება ისევ დაიწყეს.

პეკინში ბოლო ერთ დღეში ვირუსით ინფიცირების 1 438 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.

რაც შეეხება ჩინეთის მასშტაბით გამოვლენილ რაოდენობას, ბოლო 24 საათში 28 127 დაავადებული აღირიცხა, რაც ასევე პიკურ მაჩვენებელს უახლოვდება.

ამ ფონზე, პეკინსა და ჩინეთის სხვა რეგიონებში შესვლა გამკაცრდა. ტურისტებს დახურული შენობის დატოვებამდე სამდღიანი იზოლაციის გავლა უწევთ.

კულტურული და გასართობი ადგილები ასევე დაიხურა შანჰაიში მას შემდეგ, რაც მისი 16 რაიონიდან შვიდში ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები