„ყველა უნდა შევეგუოთ ფაქტს, რომ ციდან არაფერი ცვივა“
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ფილიპ დიმიტროვის შეფასებით, ნორმალურია ის, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპულ ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან.
ამის შესახებ ფილიპ დიმიტროვმა სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“, „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ მე-5 საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბუნებრივია, რომ ყველა ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვა ინტერესები და მიდგომები აქვთ. ყველა უნდა შევეგუოთ ფაქტს, რომ ციდან, მზამზარეული სახით არაფერი ცვივა და ყოველივეს თან ახლავს მოთხოვნები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს“,- განაცხადა ელჩმა.