სასამართლო პროცესი გრძელდება – მშობლების მკვლელობის საქმეზე დღეს პროკურატურის მოწმეებს მოუსმენენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში მშობლების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ყოფილი სამართალდამცველის, გიორგი ბეროზაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება. დღეს პროცესზე პროკურატურის მოწმეების მოსმენაა დაგეგმილი.
ბრალდებული ამ დრომდე, დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. თუმცა, ფარული ჩანაწერიდან გახდა ცნობილი, რომ გიორგი ბეროზაშვილმა საკუთარი დედ-მამის მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის გამო რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ვაზისუბანში აპრილის ბოლოს მოხდა.