რუსეთის ავიაციამ სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთით, იდლიბში 6 ნოემბრიდან “მარამის” ლტოლვილთა 5 ბანაკი დაბომბა.
სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლებმა Anadolu-ს განუცხადეს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმმა კასეტური ბომბები გამოიყენა.
Reuters-ის ცნობით, დაბომბვების შედეგად, სულ მცირე 9 ადამიანია დაღუპული, 70-ზე მეტი დაშავდა.
დაჭრილები საველე ჰოსპიტლებში არიან გადაყვანილი. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია და ერთი ქალი.
ოპოზიციაში განაცხადეს, რომ თავდასხმები ადამიანებით გადატვირთულ ბანაკებზე იქნა მიტანილი.
“აქ არც სამხედრო ბაზებია, და არც საწყობები, არც მეამბოხეთა ყაზარმები. მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან”, – თქვა ერთ-ერთმა მაშველმა.