ისრაელმა ღაზას სექტორში “ჰამასის” მიწისქვეშა სამხედრო ობიექტი გაანადგურა

ისრაელის საჰაერო ძალებმა პალესტინის ცენტრში განლაგებულ “ჰამასის” მიწისქვეშა სამხედრო ობიექტი მას შემდეგ დაბომბეს, რაც ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმების მცდელობა დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ობიექტი “ჰამასის” მიერ რაკეტების განვითარებისა და წარმოებისთვის გამოიყენებოდა.

ამის შესახებ ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა.

სააგენტო “საფას” ინფორმაციით, სამხედრო ობიექტის დაბომბვის შედეგად, სექტორის ტერიტორიაზე მდებარე ლტოლვილთა ბანაკს მაგაზის ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები