საქართველოს ელჩი უნგრეთში: დღეს უნგრეთის ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს უნგრეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომდგენლებთან

დღეს უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს უნგრეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უნგრეთში, ზაზა გოგსაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ამასთან, ვიზიტის პარალელურად, გაიმართება საქართველო-უნგრეთს შორის არსებული, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა.

„როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს, მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ეს ვიზიტი, რასაკვირველია, ამ მხარდაჭერას კიდევ უფრო მაღალ რანგში და საფეხურზე აიყვანს. საუბარი იქნება ეკონომიკურ საკითხებზე, რაც უთუოდ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო გამოვლენას და განვითარებას. საგულისხმოა, რომ ამ ვიზიტის პარალელურად გაიმართება საქართველო-უნგრეთს შორის არსებული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა”, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები