ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განახლება და ფასადების მოხატვა თემატური გრაფიკით; ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა; რეაბილიტაცია უტარდება ჭავჭავაძის ქუჩას, ჭადრების პარკს და თეატრის წინ მდებარე მოედანს; მიმდინარეობს ნინოშვილის ქუჩაზე პარკის მშენებლობა – გზის, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

პროექტები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები