რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა კაცს ცივი იარაღით მიაყენა  ჭრილობა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები