პოლონეთში ოზურგეთის დელეგაციამ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციამ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილესა და ქალაქ კატოვიცეს სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრები გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსა და მუნიციპალიტეტებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს, სადაც ავთანდილ თალაკვაძემ პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან ოზურგეთიდან ციტრუსის, თხილის, ჩაის და თაფლის ექსპორტის საკითხი განიხილა.

მათივე ცნობით, ოზურგეთის მერმა პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეს ინფორმაცია გაუზიარა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, საინვესტიციო შესაძლებლობებსა და საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები