სოფელ აფენში, სოფლის ტრადიციული დღესასწაული „აფენობა“ 2022 აღინიშნა
სოფელ აფენში, სოფლის ტრადიციული დღესასწაული „აფენობა“ 2022 აღინიშნა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით, სოფელში, სხვადასხვა სპორტული და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა.
ღონისძიებაზე აფენის თემის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების წარმომადგენლებმა, საშემოდგომო კუთხეები მოაწყვეს; ადგილობრივ მეწარმეთა მიერ წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა. დამთვალიერებელს, ადგილზე შეეძლო კუთხური კერძების დაგემოვნება.
სპორტულ აქტივობებში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების შემდეგ, გაიმართა კონცერტი, გიორგი სუხიტაშვილისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.