ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მას მანქანიდან ესროლეს. სროლის დროს ჩაიმსხვრა მინები, რის შედეგადაც დაშავდა კიდევ 3 ადამიანი, ისინი კლინიკებიდან მალევე გაწერეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

არსებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები