“სრულად ვიზიარებ ბატონი შალვა პაპუაშვილის პოზიციას – დონორებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ გადახდილ თანხებსა და მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზე” – გორდულაძე

“სრულად ვიზიარებ ბატონი შალვა პაპუაშვილის პოზიციას – დონორებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ გადახდილ თანხებსა და მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზე”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც გამოცემა „პუბლიკას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია შეაფასა.

„სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის – პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მიემართებოდა მათ შორის „პუბლიკასაც“ და მის დონორსაც და მოუწოდებდა, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტულად სად შეიძლება იყოს ჩადენილი ეს დანაშაული, წინასწარ არ უნდა გაამჟღავნოს პასუხისმგებლობიანმა მედიამ და უნდა იყოს ფრთხილად, როდესაც ის კონკრეტულ მოვლენას აშუქებს. ეს ადამიანები რას აღიქვამენ და თავიანთ განცხადებას, ქმედებას როგორ შეფუთავენ, ამაზე ვერ იქნება დამოკიდებული ვერც ერთი თავმოყვარე სახელმწიფოს წარმომადგენელი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები