“NED-ი თაღლითია, ის კორუფციაშია ჩაძირული” – ილონ მასკი

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი “დემოკრატიის ეროვნულ ფონდს” (NED) თაღლითად მოიხსენიებს.

“დემოკრატიის ეროვნულ ფონდი” კორუფციაშია ჩაძირული”, – წერს მასკი X-ზე.

აქვე, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღნიშნავს, რომ “დიდია იმ ბოროტებათა ჩამონათვალი, რაც NED-ს გაუკეთებია”.

NED-ი 1983 წელს დაარსებული ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც, როგორც თავად ორგანიზაციაში აცხადებენ, მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას ემსახურება. ფონდი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, პროფკავშირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები