ნინო ლომჯარია: დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა პოლიტიკოსების მხრიდან არ გამოიხატება მხოლოდ სამძიმრით, არამედ იმაში, თუ რას ცვლი, რომ ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს

დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა პოლიტიკოსების მხრიდან არ გამოიხატება მხოლოდ სამძიმრით, ხსოვნის პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ რას ცვლი, რომ ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმიანება.

“მარიტას წინაშე დამნაშავე არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები ან ზედამხედველები შეიძლება – იყვნენ, არამედ დამნაშავე არის უსაფრთხოების საკითხების მიმართ სისტემის გულგრილობა – თავისი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებით, თვითმმართველობით! სისტემა, რომელიც ათობით ადამიანის, მათ შორის, ბავშვების დაღუპვის შემდეგაც კი ბედავს უსაფრთხოების წესების გარეშე მშენებლობა დააკანონოს, წარდგენილი საჩივარი არ განიხილოს, თანამდებობის პირებმა აქეთ ითავხედონ.

დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა პოლიტიკოსების მხრიდან არ გამოიხატება მხოლოდ სამძიმრით, ხსოვნის პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ რას ცვლი რომ ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს!!

არაპროფესიონალიზმი და უკონტროლო ძალაუფლება, ანგარიშვალდებულების არარსებობა ღუპავს მისი პირდაპირი და ირიბი გაგებით, ღუპავს ადამიანებს და ღუპავს ამ სისტემის მონაწილეებს…”, – წერს ლომჯარია.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ორი ბავშვი, რომელიც კლინიკაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები