ფლორიდას ქარიშხალი “იენი” დაატყდა

ფლორიდის შტატს ქარიშხალი “იენი” დაატყდა. ქარის სიჩქარე 252 კმ/სთ-ს შეადგენდა, მას ახლდა ასევე გადაუღებელი წვიმა, რამაც ზღვის დონის მატება გამოიწვია. “იენი” აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი გახდა.

პუტა-გორდას გუბერნატორის, რონ დესანტის თქმით, ტალღების სიმაღლე 3,7 მეტრს აღწევდა.

სინოპტიკოსები საუბრობენ მოსალოდნელ ძლიერ წვიმებსა და შესაძლო ტორნადოზე. ცენტრალური ფლორიდის ნაწილებში მოსალოდნელია 0,6 მ-მდე ნალექი.

როგორც ეროვნული ამინდის სამსახურის დირექტორმა, კერ გრემმა თქვა, ”ეს არის ისტორიული მოვლენა, რომელზეც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვისაუბრებთ.”

სტიქიური უბედურების შედეგად, ქალაქი ფორტ-მაიერს-ბიჩი თითქმის მთლიანად დაიტბორა.

თითქმის 2 მილიონამდე ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ფორტ მაიერსსა და ორლანდოს საერთაშორისო აეროპორტებში ყველა რეისი გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები