დაზიანებული ელექტროსადენები, ჩახერგილი გზები – ოზურგეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ქალაქში რამდენიმე ხე წაიქცა, რამაც სავალი ნაწილის ჩაკეტვა გამოიწვია და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.

ამ წუთებში, პრობლემურ ადგილებზე მერიის შესაბამისი სამსახურები და მუნიციპალური ტექნიკა მუშაობს. სამუშაოებში ჩართულია ოზურგეთის მერიის მომსახურების ცენტრი, მუნიციპალური ინსპექცია და ტექნიკა, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები.

ადგილზე ოზურგეთის მერის მოადგილეები – გიორგი ღურჯუმელიძე და ნიკა ბოლქვაძე, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად იმყოფებიან.

ოზურგეთის მერიის განცხადებით, პრობლემები დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები