რუსეთს მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ – კრემლი მამაკაცებისთვის საზღვრების ჩაკეტვას ჯერ არ გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ ქვეყნის საზღვარზე საცობები გამოიწვია. რუსებმა ქვეყნის დატოვება მასობრივად დაიწყეს.

მედია უზარმაზარ საცობებს აფიქსირებს რუსეთ-მონღოლეთის საზღვარზე და ფინეთისა და საქართველოს საზღვარზე.

ამასთან, გამოცემა Meduza კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება მამაკაცებისთვის საზღვრის ჩაკეტვას ჯერ არ გეგმავს, მაგრამ სიტუაცია შესაძლოა, მკვეთრად შეიცვალოს, თუ რუსები ქვეყნიდან გაქცევას მასობრივად დაიწყებენ.

წყაროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება თავად პუტინზე, თავდაცვის სამინისტროს, სპეცსამსახურების და ძალოვანი სტრუქტურების შეფასებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები