ხერსონის ოლქში რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 23-27 სექტემბერს ჩატარდება

უკრაინის ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის “რეფერენდუმი” 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება.

ამის შესახებ საოკუპაციო რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ სალდომ განაცხადა.

სალდომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან უკვე მოაწერა ხელი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ამავე პერიოდში შესაბამისი შინაარსის ე.წ. რეფერენდუმი ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაშიც ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები