„როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი” – გორში მეწარმეებისთვის პრაქტიკული კურსი ჩატარდა
გორში ადგილობრივი მეწარმეებისთვის პრაქტიკული კურსი – „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი” ჩატარდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მერის პირველი მოადგილე – ნიკა ღვინიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – თამარ მურალოვა.
მათ მადლობა გადაუხადეს სასწავლო კურსის ინიციატორებს და შეხვედრის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.
„ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეწარმეებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაიგეგმა. აქ მიღებული ინფორმაცია მათ საქმიანობის უკეთესად დაგეგმვასა და ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარება. ყველა დამეთანხმებით, რომ მეწარმეობის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლება აუცილებელი პირობაა სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის. გორის მუნიციპალიტეტის სახელით, მადლობას ვუხდი სასწავლო კურსის ინიციატორებს და ორგანიზატორებს. შეხვედრის მონაწილეებს კი გისურვებთ წარმატებებს”, – აღნიშნა ნიკა ღვინიაშვილმა.
ტრენინგკურსის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი.
შეხვედრა ჩატარდა სსიპ აწარმოე საქართველოში, სსიპ სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით.