ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და HEKS-EPER Georgias-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის” ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და HEKS-EPER Georgias-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და HEKS-EPER Georgia-ს პროექტის მენეჯერმა გიორგი თვალიაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას, მათ შორის მონაწილეობითი და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები