ზუგდიდის დრამატული თეატრის დასმა ლანჩხუთში სპექტაკლი “შეჭრა” წარადგინა

ზუგდიდის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი “შეჭრა” ლანჩხუთელ მოსახლეობას წარუდგინა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

“17-18 სექტემებრს ლანჩხუთის კულტურის ცენტრში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი ,,შეჭრა” წარმოადგინა.

სპექტაკლი ომის მძიმე შედეგებს ასახავდა, დევნილი ქალის ტრაგიკული ისტორია მაყურებელს მის ცხოვრებაზე ესაუბრება, მტკივნეულ გზაზე – სოხუმიდან ბათუმამდე (მსახიობი მარინე ბურდული).

რაც შეეხება ფილმს, წარმოდგენილი გახლდათ – ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”.

ფილმის ჩვენებას მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი დუტა სხირტლაძე, რეჟისორი ბესო სოლომონაშვილი და ჟურნალისტი, მწერალი ბესო ჩუბინიძე ესწრებოდნენ.

ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია და ბესო ჩუბინიძის წიგნის ,,ღიმილის ბიჭების” პრეზენტაცია.

შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ოკუპაციის კუთხე დაათვალიერეს.

ღონისძიებას ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები