ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, COVID-19-ის პანდემიის დასასრული ახლოს არის.
მისი თქმით, პანდემიის დაწყებიდან მსოფლიო არასოდეს ყოფილა ასეთ კარგ მდგომარეობაში.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„გასულ კვირას COVID-19-ით ყოველკვირეული გარდაცვალების რიცხვი 2020 წლის მარტიდან ყველაზე დაბალი იყო. პანდემიის დასასრულებლად უკეთეს მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვართ. მიზანს ჯერ ვერ მივაღწიეთ, მაგრამ დასასრული ახლოს არის”, – თქვა მან.
გებრეისუსმა ყველა ქვეყანას რისკის ჯგუფში შემავალი მოქალაქეების, მათ შორის, ჯანდაცვის მუშაკებისა და მოხუცების ვაქცინაციისკენ ისევ მოუწოდა, რომ შენარჩუნდეს მოსახლეობის 70%-ის იმუნიზაცია.