“სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის გამართვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას” – რუსეთის საგარეო უწყება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის გამართვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა “რია ნოვოსტი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხმა უნდა მიაღწიოს მტკიცე ეროვნულ კონსენსუსს რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციის გაღრმავების სამართლებრივად გამართლებულ ფორმებსა და ტემპზე. კონკრეტული წინადადებების მიღების შემდეგ, ისინი განიხილება მოსკოვის მიერ შიდასახელმწიფოებრივი წესით დადგენილი პროცედურით. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფერენდუმის საკითხი, ამ ეტაპზე, დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა გონჩარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები