„ყოველი ყვავილი თითქოს შენს ხელში ცოცხლდება, როცა ლენტებით ქარგავ“…

დაიბადა და გაიზარდა თბილისში.  სწავლობდა სამების საკათედრო ტაძრის ლავრის სკოლაში ბისერებით ქარგვის კურსებზე, ასევე ლენტებით ქარგვის და სუტაჟის ტექნიკით სამკაულების დამზადების ტექნიკაც შეისწავლა. ამბობს, რომ ყველაზე მეტად ლენტებით ქარგვა უყვარს, რადგან ყოველი ყვავილი თითქოს მის ხელში ცოცხლდება, როცა ქარგავს.
თვითნასწავლი ხელოვანის – ნინო აფხაზოვის პერსონა.

– ბავშვობიდან მიყვარდა მძივები, სამკაულები და მათი აწყობა, ხატვაც მიყვარდა, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი, პირველი ნამუშევარი კი არ მახსოვს.
სწავლობდი სამების საკათედრო ტაძრის ლავრის სკოლაში ბისერებით ქარგვის კურსებზ. რატომ მოგწონდათ მაინცდამაინც ბისერები?
ბისერების მიმართ სიყვარული ბავშვობიდან მოდის… ამიტომ გადავწყვიტე შესწავლა, რადგანაც კურსები 7-სემესტრიანი იყო,  ჩემი შემოქმედებითი ინტერესები უფრო გაიზარდა და დაიხვეწა.
სწავლობდი სასწავლო ცენტრ თიენსიში ლენტებით ქარგვის და სუტაჟის ტექნიკით სამკაულების დამზადების კურსებზეც. რატომ მოგწონთ ლენტებით ქარგვა და სუტაჟის ტექნიკა?
– სუტაჟის ტექნიკა იმიტომ მომწონს, რომ საუცხოო და განსხვავებულია, ლენტებით ქარგვა ყველაზე მეტად შემიყვარდა. ყოველი ყვავილი თითქოს შენს ხელში ცოცხლდება, როცა ქარგავ.
მახსოვს  ჩემი პირველი ნაქარგი პრინტზე, რომელიც დავიწყე და დიდი ხანი არ ვამთავრებდი, რადგანაც არ მეგონა, რომ ასეთ ინტერესს გამოიწვევდა და დიდ მოწონებას დაიმსახურებდა, ამის შემდეგ გადავწყვიტე, ასეთ თემაზე მექარგა. ვიფიქრე, რომ საინტერესო მოსაქარგი იქნებოდა.
– როგორ მუშაობთ? შთაგონება გჭირდებათ?
– ქარგვას ვიწყებ ლოცვით და კარგი განწყობით. თუ მთელი დღე ჩავუჯდები  და შეიძლება ერთ დღეში მოვქარგო.
შთაგონება არა, თვითონ ნაქარგი და ქარგვის პროცესი შთაგაგონებს, როგორ უნდა  მოქარგო.
ამჟამად კანვაზე ვქარგავ ძაფებით… სამომავლოდ კი ძერწვის შესწავლას ვაპირებ.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები