ავტოსაგზაო შემთხვევა აღაიანთან – არიან დაშავებულები
აღაიანთან, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.