გონიოში, თურქეთის 2 მოქალაქე საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა და ავტომობილი დაუზიანა.
არსებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ამასთან, სამართალდამცველებმა თურქეთის ორივე მოქალაქე მომხდარიდან მალევე დააკავა.