„მუსიკა ძალიან მეხმარება ხატვის დროს“ – 11 წლის ქუთაისელი მხატვარი, რომელიც გატაცებულია სამკაულების დამზადებით

ჯერ მხოლოდ  11 წლისაა... სწავლობს ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში, ასევე – მელიტონ ბალანჩივაძის №1 მუსიკალურში, სოლო სიმღერის განხრით, გიორგი ლომთაძესთან… ხატავს შესანიშნავად… ოცნებობს, რომ იყოს კომპიუტერული ტექნიკის ექსპერტიც. – ილია დალალიშვილის პერსონა.

– ბავშვობიდან დავიწყე ხატვა, რადგან მომწონდა დედის ნახატები… მუსიკაც მიყვარს. ვსწავლობ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, სოლო სიმღერის განხრით.
– ხატვასთან ერთად მუსიკაც გიყვართ…
– ვხატავ, როდესაც თავისით მოდის გონებაში ნახატი, თითქოს მესაუბრება ვიღაც, როგორ დავხატო… მუსიკა ამაში ძალიან მეხმარება.. გონებაში ბგერები და ფერები ძალიან ლამაზად ბალანსდება.
– პირველი ნახატები…
– პირველი ნახატია „პინგვინი დედასთან“… ძალიან მიყვარს ცხოველები და ვხატავ მათ… ფრინველებიც…
– ამზადებთ ხელნაკეთ აქსესუარებს. რომელი აქსესუარების დამზადება გიყვართ?
– მიყვარს სამკაულების დამზადება და ხატების შემკობა…
ჯერ 11 წლის ხართ… სამომავლოდ  როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი კომპიუტერული ტექნიკის ექსპერტად და მხატვრად?
– ბევრ რამეზე ვფიქრობ. ჯერ ვერ გადამიწყვეტია… მინდა ის ვაკეთო, რაც კარგად გამომდის.. შევისწავლო ტექნიკური საგნები… ხატვასაც გამოვიყენებ ფოტორობოტებისათვის…. ყველაფერი წინაა.
– ჰობი…
– ყინულზე სრიალი…
– საყვარელი მხატვრები…
– საყვარელი მხატვრები –  რუბენსი. პიკასო. სალვადორ დალი და მრავალი კიდევ…
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ვმუშაობ ღვთისმშობლის ხატის შემკობაზე…

                                                                                                       

                                                                                                                 თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები