სოსო გოგაშვილის ყოფილი ადვოკატი: ხელშეკრულების მეოთხე პუნქტში პირდაპირ წერია, რომ ანაზღაურების წესსა და პირობებზე შევთანხმდებოდით მოგვიანებით – ვერ შევთანხმდით პირობებზე და ჩამოვცილდი საქმეს

ხელშეკრულების მეოთხე პუნქტში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ანაზღაურების წესსა და პირობებზე შევთანხმდებოდით მოგვიანებით. ვერ შევთანხმდით პირობებზე, ჩამოვცილდი საქმეს და მას შემდეგ ჩვენ შორის კომუნიკაცია აღარ არის, – ამის შესახებ სოსო გოგაშვილის ყოფილმა ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვახტანგ გომელაურთან არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს.
„ხელშეკრულების მეოთხე პუნქტში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ანაზღაურების წესსა და პირობებზე შევთანხმდებოდით მოგვიანებით. ამის შემდეგ შევედი ციხეში, ეს იყო გაცნობითი ხასიათის, ვერ შევთანხმდით პირობებზე, ჩამოვცილდი საქმეს და მას შემდეგ ჩვენ შორის კომუნიკაცია აღარ არსებობს. რატომ და რისთვის სჭირდება ეს, ჩემთვის გაუგებარია, თუმცა, მესმის, რომ ის ახლა ყველა საშუალებას იყენებს იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციოს.
ვახტანგ გომელაურთან არანაირი არათუ პირადი, ირიბი ნაცნობობაც არ მაკავშირებს“, – განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები