ანრი ოხანაშვილი: ჩვენმა ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის მოპოვება შეძლო და ამას ნუ ვაუფასურებთ

“ჩვენმა ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის მოპოვება შეძლო და ამას ნუ ვაუფასურებთ. ამის გაუფასურება იმას ნიშნავს, რომ აუფასურებ ქართველი ხალხის არჩევანს ევროპისაკენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„თქვენ იცით, რას ნიშნავს ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭება? ნუ გააუფასურებთ იმას, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ევროპული პერსპექტივის მოპოვება და ამას ნუ ვაუფასურებთ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ობიექტურად და დამსახურებულად რომ გვეკუთვნოდა და არ მოგვცეს, ამის მიზეზები ჩვენთვისაც გასაგებია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ჩვენ გვაქვს გაგება იმ პროცესებისადმი, რაც არსებობს და რატომაც ჩვენ ეს სტატუსი არ მოგვცეს. ვაკეთებთ ყველაფერს“, –  განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები