ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ შელაპარაკებას უძღოდა. ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.