ალექსანდრე ტაბატაძემ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ – ალექსანდრე ტაბატაძემ მონაწილეობა მიიღო გუმისთის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან თავდაცვის სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დაღუპულთა მემორიალი.

„ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა, რომელიც ქართველებმა აწარმოეს მოწინააღმდეგე მხარესთან. აღნიშნულ ბრძოლაში, სწორედ 16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა და უთანასწორო ბრძოლაში მაღალ შედეგებს მივაღწიეთ. პრაქტიკულად იმ დროისთვის მათ გადაარჩინეს აფხაზეთის მიმართულება მტრის შემოსვლისგან.
საქართველო ყოველთვის იმარჯვებდა ასეთი გმირების თავგანწირვის ხარჯზე. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე”, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – თენგიზ შარმანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები