სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. პროცესს ბრალდებული ნიკა გვარამიაც ესწრება.
საქმეს მოსამართლეთა კოლეგია – მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით განიხილავს.
სხდომას საქართველოში ჩეხეთის ელჩი ესწრება.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარია და კახაბერ დამენია დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი – უდანაშაულოდ.