ფონიჭალაში დედის დაჭრასა და ერთი ადამიანის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე 22 წლის ახალგაზრდაა

ფონიჭალაში დედის დაჭრასა და მასთან ერთად მყოფი მამაკაცის მკვლელობისთვის ძებნილი ახალგაზრდა 22 წლისაა. როგორც დანაშაულში ბრალდებულის ბებიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შემთხვევა ქუჩაში მოხდა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია მოთავსებული.

„სახლში არ მომხდარა, ქუჩაში მოხდა. ჩემი შვილიშვილი 22 წლისაა“, – თქვა ბებიამ.

დამნაშავის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, შემთხვევის ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19/109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები