გორის სკვერებში ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკვერებში ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება.

მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, დასასვენებელ სივრცეებში იცვლება დაზიანებული ურნები, ლამპიონები და სკამები. ინვენტარის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ნაწილი კი ახლით ჩანაცვლდა.

“სამწუხაროდ, სკვერებში ხშირად ვხვდებით მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონების, საბავშვო ატრაქციონების და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტებს.

ერთად გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ჩვენ ქალაქს!”, – აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები