სოფელ ბაილეთში, სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი თამაზ ჩავლეშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

“პროექტის ფარგლებში, მოეწყო 4 მეტრიანი საავტომობილო ხიდი, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, 210 მეტრის ლითონის ცხაურები, 690 მეტრი-სიგრძის ასფალტის გზა და ეზოებში შესასვლელები.

გზის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები