სოფელ ქვემო ხვედურეთში გზის ასფალტირება მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთში გზის ასფალტირება მიმდინარეობს. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ ქვემო ხვედურეთში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.

“პროექტის ფარგლებში ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა 427 გრძ. მეტრ მონაკვეთზე, ასევე მიერთებებსა და ეზოში შესასვლელებზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საფარის ზედა ფენის მოწყობის სამუშაოები წვრილმარცვლოვანი ასფალტობეტონით. პროექტს ახორციელებს შპს „ნითე”. სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები