16 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება სტიქიის შედეგად წარმოქმნილი მეწყრულ-ეროზიული პროცესების შემაკავებელი ღონისძიებები. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2022 წლის 16 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ყოველი თვის შაბათს 15:00 სთ-დან ორშაბათს 09:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.