ზუგდიდში ყოფილი ცოლის მიმართ მკვლელობის მუქარის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი ყოფილ მეუღლეს შვილების თანდასწრებით ემუქრებოდა, შემდეგ კი მას დანით ხელში გაეკიდა. პოლიციამ მამაკაცი წინააღმდეგობის მიუხედავად, ადგილზევე დააკავა.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად დანა ამოიღეს. ამჟამად, მამაკაცი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, დაზარალებული ქალი კი დაკითხვაზე იმყოფება.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.