თბილისში მომხდარი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევას, რომლის დროსაც მამაკაცმა მეუღლე ბლაგვი საგნით მოკლა, ცოლ-ქმრის შვილი შეესწრო.
არსებული ინფორმაციით, პოლიციას და სასწრაფო დახმარებას მომხდარის შესახებ სწორედ გარდაცვლილის შვილმა შეატყობინა.
როგორც ცნობილი გახდა, მკვლელობას წინ უძღოდა ოჯახის წევრებს შორის შელაპარაკება, რის დროსაც 65 წლის მამაკაცმა 58 წლის მეუღლეს მძიმე ჩაქუჩი ჩაარტყა. მიღებული დაზიანების შედეგად კი, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.