შინძო აბეზე თავდასხმა მოხდა – იაპონიის ყოფილი პრემიერის მდგომარეობა მძიმეა (ფოტო, ვიდეო)

იაპონიის ყოფილ პრემიერმინისტრზე, შინძო აბეზე ქალაქ ნარაში თავდასხმა მოხდა, პოლიტიკოსს ზურგში ესროლეს და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამის შესახებ ტელეარხი NHK და გაზეთი Asahi Shimbun-ი იტყობინება.

ქალაქ ნარაში აბე სიტყვით გამოდიოდა, თვითმხილველები ორი გასროლის შესახებ საუბრობენ, რის შედეგად ყოფილმა პრემიერმა გონება დაკარგა.

თავდამსხმელი – 41 წლის ადგილობრივი, ტუცეა იამაგამი დაკავებულია.

პოლიციის ცნობით, ყოფილ პრემიერს გული გაუჩერდა და ის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ერთ-ერთი სამთავრობო ჩინოვნიკის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

აბე იაპონიის პრემიერმინისტრის პოსტს 2006 წლიდან 2007 წლამდე, ასევე, 2012 წლიდან 2020 წლამდე იკავებდა.

2020 წელს 67 წლის პოლიტიკოსმა თანამდებობიდან წასვლა ჯანმრთელობის პრობლემებით ახსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები