რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე მასიური იერიში მიიტანეს.
ამის შესახებ Facebook-ზე ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ლიახმა დაწერა.
“სლავიანსკი! ქალაქის მასიური დაბომბვა! ცენტრი, ჩრდილოეთი. ყველა დარჩით თავშესაფრებში”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
მისი თქმით, დაბომბვის შედეგებზე დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
“რადიო თავისუფლების” ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად, ქალაქში ხანძრების მრავალი კერაა.
სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული.