თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქემალფაშას რაიონში მეწყერი ჩამოწვა, ლოდებმა გზის პირას გაჩერებული სატვირთო მანქანები დააზიანეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 გამვლელი სატვირთო დაზიანდა, ორი მათგანი ნანგრევების ქვეშ მოექცა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
აღნიშნულ გზაზე მოძრაობა გადაკეტილია.