6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 546 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

“6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი”, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კორონავირუსისგან 546 პირი გამოჯანმრთელდა.

“სულ ჩატარდა – 100 232 ტესტი (92 556 ანტიგენ ტესტი,7 676 პჯრ ტესტი ). უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი, 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-0.51%”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები