შავღელეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კილომეტრზე (შავღელე), ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის გამო, შავღელეს მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები