გასულ კვირას საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 514 პირი.
სულ ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 103 529 კვლევა ტესტით, მათ შორის 93 577 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 952 PCR ტესტით.